გვერდები

среда, 26 января 2011 г.

საფარა



 ახალციხის წყლისა მტკურის შესართავს ზეით...ხევზედ არს საფარის მონასტერი, შუენიერად დიდშენი, გუმბათიანი, ყოვლადწმიდისა.
ესე იყო შემკული ყოვლითა საეკლესიოსა და წმიდათა ნაწილებითა.
ვახუშტი






საფარის სამონასტრო   
კომპლექსი



  1. საფარის სამონასტრო კომპლექსის ადგილმდებარეობა
  2. მონასტრის აშენების ისტორია
  3. მისი ხუროთმოძღვრული  სტილი და თავისებურებანი
  4. ახალი ეპოქა - სამცხის მფლობელები ანუ ჯაყელები
  5. ტაძრის ხუროთმოძღვრული მხარე
  6.  XVI-XVIII  - საუკუნეების სამცხის ცხოვრება.  მონღოლთა ბატონობა
  7. რუსეთის მიერ ტაძრიდან ქართველი ბერ-მონაზონთა გაძევება
  8. 2008 წელს აღმოჩენილი ფრესკა


                                    



                                                                                                 საფარის სამონასტრო 
                                                                                        კომპლექსის ადგილმდებარეობა

  საფარის ცნობილი მონასტერი განმარტოებულ, დასახლებიდან დაშორებულ ადგილზე მდებარეობს. (ახალციხის სამხრეთ-აღმოსავლეთით, მთაში).
    მანძილი ახალციხესა და საფარას შორის10-12 კმ-ია.  იგი  დაბურულ ხეობას გადაჰყურბს. ოდესღაც აქ მთის მდინარე ყოფილა, რომელიც ურაველის წყალს ერთვოდა.  მთავარი ტაძარი ამ ხევის პირას, კლდოვან კონცხზეა აშენებული. აქედან  დიდი ველი მოსჩანს, სადაც მდ. ფოცხოვი მტკვარს ერთვის.
     მონასტრის აშენების ისტორია
         საფარის ისტორია საკმაოდ ხანგრძლივი და საინტერესოა. ნამდვილად არ ვიცით  პირველად როდის აშენდა ეკლესია მონასტერში, ხოლო  თვით სახელწოდება საფარა კი X-XII ს.ს-ში უკვე არსებობდა. მეცნიერები ფიქრობენ, რომ აქ საეპისკოპოსო კათედრაც იყო. XI საუკუნეში საფარა უკვე წარმოადგენდა მონასტერს.  ეპიგრაფიკული წარწერების მრავალრიცხოვნების მიუხედავად ტაძრის აგების თარიღის შესახებ არაფერია უწყებული, თუმცა ქართლის ცხოვრების მიხედვით ცნობილია დაახლოებითი თარიღი ბექას სამცხეში გამთავრებისა და, აქედან გამომდინარე, საფარის წმიდა საბას სახელობის ტაძრის აგებას მე-13 ს. 80-იან წლების დასაწყისს მიაკუთვნებენ (პ.ზაქარაია). მონასტერში, ყველაზე ძველი მიძინების ეკლესიაა.  მისი დაარსების შესახებ წერილობითი წყაროები არ არსებობს, არც თვით შენობაზეა სააღმშენებლო წარწერამაგრამ მისი ხუროთმოძღვრული ფორმებისა და ჩუქურთმების ხასიათი მოწმობს,რომ იგი X -შია აგებული.
მისი ხუროთმოძღვრული  სტილი და თავისებურებანი
 მიძინების ეკლესია ერთნავიანი, უგუმბათო შენობაა. იგი დარბაზული ტიპის ეკლესიებს მიეკუთვნება. დარბაზი კრამიტითაა გადახურული, აღმოსავლეთით (ისევე, როგორც ყველა ეკლესიაში) საკურთხეველია. 
ეკლესიის თავისებურებაა .. პატრონიკე (აივნისებური სადგომირომელიც დასავლეთითაა მოწყობილი (პატრონიკეს ეკლესიაში სხვადასხვანაირი დანიშნულება ჰქონდა - აქ ან წარჩინებულნი თავსდებოდნენ, ან ქალები. ადრინდელ ხანაში-კათაკმეველნი,ზოგჯერ მგალობელნი) სვეტებზეა დაბჯენილი და დარბაზის მთელი სიგანე უჭირავს. ეკლესიას მინაშენი აქვს თაღოვანი კარიბჭე  აქედანაა ასასვლელი, მის პირდაპირ არის მეორე კარი, რითაც სამლოცველო წმ. საბას ტაძარს უკავშირდება. ტაძრის ზომებია 21,6X16, 6 მ. სიმაღლე გუმბათის წვერამდე 22,5 მ. XIII -ის I ნახევარში ეკლესია საფუძვლიანად შეაკეთეს და მთლიანად მოხატეს სამცხის ათაბაგის ბექა ჯაყელის შვილების ბრძანებითსაფარის მონასტერი ოდესღაც სამცხის ათაბაგთა სამყოფელს წარმოადგენდა. მონასტრის თავზე, დასავლეთით,  დღესაც დგას ციხის ძველი ნანგრევები,  აქ ბექა ჯაყელის საზაფხულო რეზიდენცია ყოფილა.
   მიძინების ეკლესიას ძვირფასი სამკაულებიც ჰქონდა. ქვის კანკელი, რომელიც დარბაზს საკურთხევლისაგან აცალკევებდა. ასეთი კანკელები-დაბალი მოაჯირი,ზედ ამართული სვეტებითა და თაღებით-წინათ საქართველოში იყო გავრცელებული. მისი გადარჩენილი ნაწილები ამჟამად თბილისის ხელოვნების სახელმწიფომუზეუმში ინახება.
ახალი ეპოქა - სამცხის მფლობელები ანუ ჯაყელები
 საფარის მონასტრის ცხოვრებაში ახალი ეპოქა XIII -ის მიწურულიდან იწყება. ამ დროს საქართველოში მძიმე პოლიტიკური სიტუაციაა, როგორც ვიცით აქ  მონღოლები ბატონობენ 1235 წლიდან.  სამცხის მფლობელები,  ანუ  ჯაყელები,  უშუალოდ მონღოლთა ცენტრალურ ხელისუფლებას ემრჩილებიან. სამცხის მფლობელს საერთოდ ათაბაგი ეწოდებოდა, მაგრამ სარგის ჯაყელი,  პირველი დამოუკიდებელი მფლობელი სამცხისა, იმავე დროს მეჭურჭლეთუხუცესიც იყო, ხოლო მის ძმას ბექას მანდატურთუხუცესის წოდება ჰქონდა. 
 ჯაყელთა სამთავროს ცენტრი  ახალციხე იყო, რომელიც  XIII-XIV .-ების მიჯნაზე  ჯაყელებმა თავის რეზიდენციად და საგვარეულო საძვალედ გადააქციე. სარგისი ჯერ კიდევ ციცხალი იყო, მაგრამ იგი სიბერისა და ავადმყოფობის გამო ჩამოშორდა სახელმწიფო საქმეებსა და ბერად აღიკვეცა საბას სახელით. ბექამ მამისთვის დიდი ეკლესია ააშენებინა საფარაში, რომელშიც, ალბათ ჯაყელთა სამარხიც   იყო  და მას წმინდა საბას სახელი ეწოდა.

                               ტაძრის ხუროთმოძღვრული მხარე
გავრცელებული წესის თანახმად, ბექამ ტაძრის შიგნით, სამხრეთის კედელზე, თავისი თავი და ჯაყელთა იჯახის სხვა წევრები დაახატინა. მხატვრობა დაზიანებულია, მაგრამ მისი ნაწილი თავისუფლად გაირჩევა, ნაწილობრივ გადარჩენილია ძველი წარწერაც. თვით ჯაყელთა წინ, საგანგებოდ დახატულ ჩარჩოში, მოთავსებულია წმინდა საბა, რომლის სახელზეც ეს ეკლესია იყო აშენებული. ჯაყელები მისკენ არიან მიმართულნი, თითქოს მას ევედრებიან ხელაპყრობით. ყველაზე წინ შავმოსასხამიანი მოხუცი გრძელწვერიანი პირია, მის თავთან გარკვევით იკითხება ,,საბა ათაბაგი”. (ყველა წარწერა ასომთავრულია.)  მის უკან ბექა ჯაყელია (მას ხელში ტაძრის მოდელი უჭირავს მისი სამოსელი საზეიმოა-წითელი, ოქროს არშია შემოვლებული. ბექას უკან მისი ვაჟები სარგის II და ყუარყუარე (ჯერ კიდევ, უწვერულვაშონი) დგანან.
   სარგის II ზევით მოთავსებულია წარწერა, რომლის დიდი ნაწილი უკვალოდაა გამქრალი  ამბობს: ,,მე აღვაშენე და შევამკე ეკლესიაო”.
   ჩვენ ვიცით საფარის წმ. საბას ტაძრის მშენებელი ხუროთმოძღვრის სახელიც. იგი ფარეზასძე ყოფილა. მისი სახელი მოხსენიებულია წარწერაში,  ტაძრის კარიბჭის სარკმელთან.    
  წმ. საბას ტაძარი, ზარზმის ტაძართან ერთად, ყველაზე დიდია ბექას დროინდელ  ეკლესიათა შორის. იგი ერთი პირველთაგანია საქართველოს იმდროინდელ (XIII-XIV . მიჯნა) ძეგლთა შორისაც, როგორც სიდიდით, ისე მხატვრულ-ხუროთმოძღვრული ხარისხით.  წმ. საბას მშენებლებს უჩუქურთმოდ არ დაუტოვებიათ არცერთი სარკმელი, გარდა აღმოსავლეთის კედლის მარცხენა და გუმბათის ყელის აღმოსავლეთისკენ მიმართული სარკმელებისა.  საფარის ტაძრის ფასადებიდან თავის ხანას ყველაზე უკეთ ჩრდილო ფასადი წარმოადგენს. ჩრდილო ფასადზე ჯვრის მოთავსების ტრადიცია მანამდე არ არსებობდა.     


 XVI-XVIII  - საუკუნეების სამცხის ცხოვრება.  მონღოლთა ბატონობა
 XVI-XVII საუკუნეებში სამცხეს თურქები დაეპატრონენ და საფარა დაცარიელდა. მოსახლეობის ნაწილი იმერეთში, სოფელ ჩხარში გაიხიზნა (მათ თან წაიღეს მთავარი ხატი წმიდა საბასი), ნაწილმა კი მონასტრის განძთან ერთად ქართლის სოფელ არადეთს შეაფარა თავი.

 XVIII საუკუნის პირველ ნახევარში საფარის მონასტერში მხოლოდ ერთი მღვდელი, გიორგი, ყოფილა. მცირე სამლოცველოებში წირვა ზოგჯერ ტარდებოდა, მაგრამ მონასტერი მაინც უპატრონოდ იყო.
რუსეთის მიერ ტაძრიდან ქართველი ბერ-მონაზონთა გაძევება
1828 წელს, როცა რუსებმა ახალციხე აიღეს, საფარა შტატის ეკლესიად გამოცხადდა. 1891-1892 წლებში საფარაში ზედაზნის მონასტრიდან გადმოსული ქართველი მღვდელ-მონაზონი მამა ათანასე სამ მორჩილთან ერთად დამკვიდრებულა. მალე ქართველები მონასტრიდან დაითხოვეს და „მათ მაგიერ გაამწესეს რუსეთიდან არხიმანდრიტი პაისი რუსთა მღვდელ-მონაზონებითა და მორჩილებით“. მათ მონასტრის შესასვლელთან ააგეს ორსართულიანი შენობა და სენაკები, სამლოცველოები შეათეთრეს, წმიდა საბას ტაძარსა და სამრეკლოს რუსული ტრადიციული გუმბათები, ე.წ. „ხახვის თავები“ დაადგეს (1935-1940 წლებში გუმბათები პირვანდელი სახით აღადგინეს).
                        2008 წელს აღმოჩენილი ფრესკა
XIX -ის I ნახევრამდე აქ არსებობდა ბექას ვაჟების სარგის სამცხის სპასალარის, ყუარყუარესა და სალვას პორტრეტები.  სავარაუდოდ  ეს ფრესკა აღმოაჩინეს და გაწმინდეს მკვლევარებმა 2008წლის ზუფხულში.



  

   მონასტერმა კომუნისტური ხელისუფლების დამყარებამდე იარსება. საბჭოთა პერიოდში აქ პიონერთა ბანაკი ყოფილა. ამჟამად საფარაში მამათა მონასტერი მოქმედებს.                  
   წმ. საბას ტაძარი XIII-XIV საუკუნეთა მიჯნის ქართული ხუროთმოძღვრობის მნიშვნელოვანი ძეგლია. ეს ხანა, თამარისა და ლაშა-გიორგის ხანასთან შედარებით, ხუროთმოძღვრული ძეგლებით ღარიბია. ქვეყნის მძიმე ეკონომოკური მდგომარეობა აფერხებდა მშენებლობას. ქართლში იმ ეპოქის ძეგლი ერთიდარჩენილი-თბილისის მეტეხის ტაძარი დემეტრე II თავდადებულის მიერ ხელმეორედ აშენებული -(1278-1289). დასავლეთ საქართველოშიც თითოოროლა თუ მოიძებნება ამ პერიოდის ნაგებობა. სამცხე    შედარებით უკეთეს ეკონომიკურმდგომარეობაში იყო. მემატიანე მოგვითხრობს: როცა 1301 წელს ქართლში საშინელი შიმშილობა დადგა, დამშეული ხალხი სწორედ მესხეთში ეძებდა ხსნას,    რადგანაც იქ "იპოვებოდა პური სასყიდლადო”.

გამოყენებული ლიტერატურა:
http://akhaltsikhe.ge
http://ka.wikipedia.org
http://samtskhe-javakheti.blogspot.com/2010/07/blog-post_2817.html
http://www.orthodoxy.ge/eklesiebi/safara/safara.htm
http://www.regions.ge/Samtskhe-Javakheti&detailsid=52&position=sights
http://www.youtube.com/watch?v=YJQ7e6vOQwg&feature=player_embedded
http://maps.google.com